Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ავტომობილების სერვისის-კონსულტანტი
მომწოდებელი: მერსედესის ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"აკა"- მერსედეს-ბენცი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების სერვისის-კონსულტანტის თანამდებობაზე.

განცხადების: წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 იანვარი

კატეგორია: კლიენტთან მომსახურება
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00 შაბათი -9:00-13:00)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი უნივერსიტეტის ქN6

განათლების ხარისხი: უმაღლესი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი)
სამუშაო გამოცდილება : სასურველია
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები)

კომპანიის შესახებ:

შპს "აკა" დაარსდა 1992 წელა და წარმოადგენს "მერსედეს-ბენც ჯგუფი"-ს გენერალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს მერცედეს-ბენცის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სპეცტექნიკის რეალიზაციას და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლების მიღება და მასთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება;
** მომხმარებლისა და მისი ავტომობილის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეცნობა და ასახვა პროგრამაში;
** წინასწარ ჩაწერილი მომხმარებლის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
** საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების სპეციალისტთან;
** არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
** საჭიროა სათადარიგო ნაწილების განსაზღვრა/იდენტიფიცირება, მოძიება, მარაგში არსებობის დაზუსტება და შესაბამისი ანგარიშის წარმოება;
** მისაღები მომსახურების შესახებ მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** მომსახურების შეთანხმებული ვადების კონტროლი;
** წინასწარ შეთანხმებული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის დროული ინფორმირება და სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება;
** მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაზე) დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება;
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით)
** დაგეგმილი სამუშაოს შესრულების შემდეგ ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება და წინასწარ მომზადებული სრულყოფილი დოკუმენტაციის სახით წარდგენა;
** მომხმარებლის ინფორმირება/შეხსენება შემდგომი ტექნიკური მომსახურების პერიოდის შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;
** სამუშაო პროგრამების სრულყოფილი შესწავლა (WIS/ASRA, EPC, LS Auto, etc..)

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ავტომობილის აგებულების დეტალების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** მართვის მოწმობა (კატეგორია B)
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამები: საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel

პიროვნული მახასიათებლები:

** აუცილებელია გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პროფესიული განვითარების სურვილი;
** დისციპლინირებულობა;
** მაღალი დატვირთვის მუშაობის უნარი;
** მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობების უნარ-ჩვევები;
** კომპანიაში არსებული კორპორატიული სტანდარტების დაცვა და ზედმიწევნით შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
** მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
** კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

შექმენით თქვენი რეზიუმე და გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mercedes-benz.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "სერვისის-კონსულტანტი".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.