ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ევროპარლამენტის მოდელირების პროექტებისთვის!
რას გთავაზობთ?
** პროფესიული განვითარება საერთაშორისო განათლების პროექტების მართვაში
** საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა და რეალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა.
** კარიერული ზრდა და სერტიფიკატი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ.
ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსები პროექტის შედეგების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება.
** გუნდთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და მონაწილეებთან კომუნიკაცია.
** ღონისძიებების კოორდინაცია და ლოჯისტიკის მართვა.
** ბიუჯეტის კონტროლი და რესურსების ეფექტური გამოყენება.
** სოციალური მედიის და მარკეტინგული კამპანიების მართვა პროექტის პოპულარიზაციისთვის.
** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და ანგარიშგებების მომზადება.
მოთხოვნები:
** ასაკი: 18-30 წელი.
** განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია მენეჯმენტი, საზოგადოებრივი ურთიერთობები ან საერთაშორისო ურთიერთობები).
** ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე ან მეტი).
უნარები:
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი.
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.
** ინიციატივა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** გამოცდილება: პროექტების მართვის ან საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილება (სასურველია).
როგორ უნდა შემოგვიერთდე?
გთხოვ, გამოაგზავნე შენი CV (ფოტოსურათით) და სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: eu.academic.center@gmail.com და დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ "ევროპარლამენტის მოდელირების პროექტის მენეჯერი [ქალაქი]".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 იანვარი .
გამოიყენე ეს შესაძლებლობა - გახდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი და განივითარე შენი კარიერა!