ფარმაცევტული კომპანია "ოლაინფარმი" წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
ძირითადი მოვალეობები:
** ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
** კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
** სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
** სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
** პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
** მივლინება ახლომდებარე ქალაქებში
საბაზო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
** სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office)
** ავტომობილის მართვის მოწმობა
** რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო სამუშაოს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მოქნილ საბონუსე სქემას
** ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
** კორპორაციულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორაციული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა და სამსახურთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება)
გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: vacancyolainfarm@gmail.com. ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს.