Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კონკურსი: ტვირთის ლოჯისტიკის/ტრანსპორტირების სერვისი
მომწოდებელი: სოლიდარობის ფონდი PL
თანდართული ფაილი: 07448_Solidarity_Fund_PL_6280366.zip
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში" ეძებს კომპანიას, საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, შესაძლოა, კახეთი) ტვირთის ლოჯისტიკის/ტრანსპორტირების სერვისის შესყიდვის მიზნით.

მოთხოვნილი სერვისი: Wi-Fi წვდომის წერტილებისა და ციფრული სასოფლო ჰაბების განსათავსებლად საჭირო აღჭურვილობის (სატელეკომუნიკაციო ტექნიკა/მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი) ტრანსპორტირება საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, შესაძლოა, კახეთი).

განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2025 წლის 24 იანვრისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი მიმაგრებულ ფაილში.

კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.

გთხოვთ, იხილოთ, წარდგენილი კითხვები და პასუხები მიმაგრებულ ფაილში.

* ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.