შპს "ავერსის კლინიკა" გეგმავს უნივერსიტეტის დაფუძნებას და აცხადებს რექტორის ვაკანსიას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი;
** სასწავლო დაწესებულებების მმართველ რგოლში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლების კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისურის ენის C1 დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ლიდერული და ორგანიზატორული უნარები;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რექტორი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 28/01/2025
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!