კომპანია სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მუშის (მომსახურების სფერო) პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო, სასურველია პროფესიული განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** დაკისრებული დავალებების მაღალი პასუხისმგებლობით შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართული ენის გამართული ცოდნა, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და სხვა სახის მოვლითი სამუშაოების შესრულება;
** სპეციალური ტექნიკის გამოყენებით კომპანიის ტერიტორიის მწვანე საფარის პერიოდული გათიბვა, თივის შეგროვება და დატვირთვა;
** საჭიროებისას სათიბი მექანიზმის შეკეთება;
** ნარგავების გასაშენებლად ნიადაგისა და ტერიტორიის მომზადება, ნარგავების დარგვაში მონაწილეობის მიღება / დახმარება;
** ნარგავების გასხვლის და მოვლის სამუშაოებში ჩართვა;
** პერიოდულად ტერიტორიის დახვეტა-დასუფთავების, ნაგვის შეგროვების სამუშაოების შესრულება;
** სამუშაო ტექნიკის, ხელსაწყოებისა და იარაღების მოვლა/შენახვაზე პასუხისმგებლობა.
** ტერმინალის / დეპარტამენტის ინვენტარის დატვირთვა / დაცლაში მონაწილეობის მიღება / დახმარება.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.