Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პედაგოგი სხვადასხვა მიმართულებით
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"აზროვნების აკადემიის სკოლა" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ საგნებში:

** დაწყებითი კლასები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)
** ქართული ენა
** მათემატიკა
** ინგლისური
** გერმანული
** ფრანგული
** ჩვენი საქართველო
** ბუნებისმეტყველება
** კომპიუტერული ტექნოლოგიები
** მუსიკა
** ჭადრაკი.


აზროვნების აკადემიის სკოლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი მასწავლებელი აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვანძო მოთხოვნებს:

** კომუნიკაცია და ემპათია: კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს პატივისცემასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო უნარებით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მას უნდა ჰქონდეს ემოციური ინტელექტი და სოციო-ემოციური კომპეტენციები, რათა უკეთ აღიქვას და გააანალიზოს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები.
** ინოვაციურობა და კრეატიულობა: მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ინოვაციური მიდგომები სასწავლო პროცესში, იყენებდეს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს; ჰქონდეს მზადყოფნა სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობისა და საგანთაშორისი, ინტეგრირებული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებისთვის.
** კრიტიკული აზროვნება: მასწავლებელი უნდა ეფუძნებოდეს კრიტიკული აზროვნების პრინციპებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში; ის მოსწავლეებს უნდა აძლევდეს საუკეთესო ნიმუშს იმისა, თუ როგორ ვჭრით პრობლემებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს კრიტიკული აზროვნებით.
** მუდმივი პროფესიული განვითარება: კანდიდატი უნდა იყოს მრავალმხრივი ინტერესების მქონე, მუდმივ თვითშემეცნებასა და სამყაროს შემეცნებაზე, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტი; ჰქონდეს მზადყოფნა, გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს, აქტიურად ჩაერთოს სკოლის განვითარების პროცესში.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

1.2. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია დაასაქმოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად. ასეთ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული შესაბამის საგანში.
1.3. სკოლამ შესაძლებელია დაასაქმოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) პირველი ეტაპი: საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
ბ) მეორე ეტაპი: გასაუბრება;
გ) მესამე ეტაპი: სადემონსტრაციო აქტივობა, რომელიც კანდიდატმა ადგილზე უნდა დაგეგმოს და წარადგინოს;
გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@school.azraki.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ საგნის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, აზროვნების აკადემიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები აზროვნების აკადემიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.