Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
თანდართული ფაილი: 07480_UNDP_Grant_Competition_2025_5178672.zip
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 7 თებერვალი

"გაეროს განვითარების პროგრამა" (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მხარდასაჭერად.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გააძლიერონ მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში და გააუმჯობესონ ხარისხიან მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში.

განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, მედია, პროფესიული ან ბიზნეს ასოციაცია, კვლევითი ცენტრი და ა.შ.);
** ჰქონდეს მუნიციპალურ დონეზე მუშაობის გამოცდილება;
** ჰქონდეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი პროექტების მართვის გამოცდილება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 7 თებერვალი 2025 წ.

საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან გაიმართება 2025 წლის 27 იანვარს, 12:00 საათზე ზუმის საშუალებით: https://undp.zoom.us/j/85404890381

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები უნდა გაიგზავნოს 2025 წლის 5 თებერვლამდე მისამართზე: anna.kebadze@undp.org

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.