სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების 0.4-6/10/35 საკაბელო ტრასების შემოვლის 3 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე.
თანამდებობრივი მოთხოვნები:
** უმაღლესი სპეციალური ტექნიკური განათლება.
** სასურველია ჰქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** 0, 4-6-10-35კვ საკაბელო ტრასებისა და ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებზე დეფექტების გამოვლენა და მათი მდგომარეობის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელისათვის დაუყოვნებლივი შეტყობინება საკაბელო ტრასების მექანიკური დაზიანების შემთხვევაში და სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება აქტის შედგენის მიზნით.
** გამოვლენილი დეფექტების შესაბამის ჟურნალში შეტანა.
** გარე ორგანიზაციების ან სს "თელასის" ქვედანაყოფების მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულების შემოვლა-დათვალიერების განხორციელება.
** 0, 4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების შემოვლა და დათვალიერების განხორციელება წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
** 0, 4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზების არაგეგმიური შემოვლა და დათვალიერების განხორციელება სტიქიური უბედურების შემთხვევაში.
** საკაბელო ტრასების ადგილმდებარეობის მითითება სს "თელასის" კონტრაქტორებისათვის ან სხვა ორგანიზაციებისათვის გათხრითი სამუშაოების შესრულების დაწყებამდე.
** ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ელექტროდანადგარების მოწყობის წესების დაცვის მოთხოვნა სს "თელასის"კონტრაქტორებისა და სხვა ორგანიზაციებისაგან.
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ელექტროდანადგარების მოწყობის წესების დაუცველობის დროს ან შესაბამისი ნებართვის უქონლობის დროს სამუშაოთა შეჩერება
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.