ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს სტამბაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სტამბის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობების წარმართვა.
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათი საჭიროებების ამოცნობა.
** გაყიდვების პროცესი სრულად - შეთანხმებების, ხელშეკრულებების გაფორმება, მოლაპარაკებები, გამოწერილი შეკვეთების ზედამხედველობა.
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.
** კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა და მათი უკუკავშირის მიღება.
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, გაყიდვების ან ბიზნესის სფეროში).
** მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სტამბის ან წარმოების სფეროში სასურველია).
** მოლაპარაკების უნარები და ძლიერი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.
** კლიენტზე ორიენტირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება და ბონუსის სისტემა.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
** კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@ptm.ge. გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ Subject-ის ველში: გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონით: 579278907