Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ხარისხის კონტროლის გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის გუნდის ლიდერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ხარისხის კონტროლის გუნდის ლიდერი.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: ნავთობის ინდუსტრიაში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - MS Office პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ინგლისური ან რუსული ენის გამართულ საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საბაჟო რეგულაციების ცოდნა;
** HSE სტანდარტების ცოდნა;
** მართვის ტექნიკური სისტემების გამოყენების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობა და კარგი კომუნიკაცია;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, მართვა და გუნდის საქმიანობის კოორდინაცია;
** სარკინიგზო ვაგონცისტერნებიდან / რეზერვუარებიდან პროდუქტის (ნავთობპროდუქტების) სინჯების აღების, ხარისხის შემოწმების და აზომვების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
** სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და ხარვეზების იდენტიფიცირება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი;
** HSE სტანდარტების დაცვა, რისკების შეფასება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დამატებითი დავალებების შესრულება.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 48 საათისა.
** უფასო კვება;
** კორპორაციული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.