"Boncafé • ბონკაფე |" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.
"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.
მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".
პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი (სამი თვის შემდეგ + ბონუსი რეალიზაციიდან)
** სამუშაო საათები: 08:00 - 15:00 ან 14:00 - 22:00
** დასვენება 5/2
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კადრების ტრანსპორტირებას.
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა.
** მომხმარებლების კონსულტაცია.
** სალაროს ოპერაციების შესრულება.
** სხვადასხვა სახეობის ცივი და ცხელი სასმელების მომზადება.
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება.
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 74 76 76