Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"აზროვნების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"აზროვნების აკადემიის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://azraki.ge/

სამუშაო ლოკაცია: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება და შეთავაზებების გაკეთება, სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა, დამუშავება
** რეგისტრირებულ მომხმარებელთან დაკავშირება, დეტალური ინფორმაციის მიწოდება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
** უმაღლესი განათლება,
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

აზროვნების აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 1 თვისა.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 3 თვის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.