კომპანია სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (სასურველია ნავთობის ინდუსტრიაში);
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი, ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე;
** საბაჟო რეგულაციების ცოდნა;
** სარკინიგზო ვაგონცისტერნების და სასაწყობო რეზერვუარების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სინჯების აღებისა და გაზომვის კომპეტენცია;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი)
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად შემოსული პროდუქტების შესახებ დოკუმენტაციის მიღება და ტვირთის მომსახურების ოფიცრისთვის გადაცემა;
** საჭიროებისას სინჯების აღება და გაზომვითი სამუშაოების ჩატარება სარკინიგზო ვაგონცისტერნებსა და სასაწყობე რეზერვუარებში;
** სარკინიგზო ვაგონცისტერნების სიცარიელის შემოწმება, დადასტურება, ცარიელი ცისტერნების დაპლომბვა;
** გაზომვების დასრულების შემდეგ გადმოტვირთვის ოპერაციების დაწყების დადასტურების ინფორმაციის მიწოდება მართვის ოთახისთვის;
** შეასრულოს ნებისმიერი სხვა დავალება და ინსტრუქცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - კვირაში სამუშაო დროის ხანგრძლივობით არა უმეტეს 48 საათისა. საანგარიშო თვეში კალენდარულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით სამუშაო ცვლების რაოდენობა არანაკლებ 14 და არა უმეტეს 17 ცვლა. ერთი ცვლის სამუშაო დრო 800 საათიდან 2000 საათამდე ან 2000 საათიდან 800 საათამდე პერიოდი. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო, რომელიც რეგულირდება კომპანიის შრომის შინაგანაწესით.
** უფასო კვება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.