კომპანია სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და პრობლემური საკითხების გააზრების შესაძლებლობა;
** ენების ცოდნა: ქართული ენის გამართულად ფლობა, ინგლისური ან რუსული - სასურველი;
ძირითადი მოვალეობები:
** დროულად და ხარისხიანად შეასრულოს მასზე განკუთვნილი ობიექტ (ებ)ის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოები;
** სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების მოთხოვნების შესაბამისად - დაალაგოს სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები და სხვა დამატებითი ფართები;
** სამუშაოების შესრულებისას გამოიყენოს საჭირო სამეურნეო/საყოფაცხოვრებო საშუალებები;
** პერიოდულად დაასუფთავეს ფანჯრის მინები, რადიატორები, ავეჯი და ინვენტარი;
** უზრუნველყოს სველ წერტილებში პირველადი სამეურნეო საქონლის (საპონი, ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი) სისტემატური შევსება;
** საჭიროებისას შეასრულოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებები;
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო);
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.