Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საცალო გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

iSpace - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდთან!

რა გელოდება ჩვენთან?

** დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში
** Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა
** თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა)
** მაღალი და შეუზღუდავი ანაზღაურება (ფიქსირებული: 850 ლარი + ბონუსი საშუალოდ: 1700-2000 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

რას ველით შენგან?

** მომხმარებელთა მეგობრული მომსახურება
** ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების მიხედვით
** გაყიდვების პროცესში ჩართულობა

ვის ვეძებთ?

** მათ, ვისაც უყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა და გაყიდვები
** იცის ინგლისური ენა გამართულად
** აქვს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები
** არის სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე, მცოცავი გრაფიკი)
** ცვლები: 10:00-19:00 | 11:00-20:00 | 13:00-22:00
** 2 დღე დასვენება

ლოკაცია: თბილისი - გალერია თბილისი, სითი მოლი

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/YYobzYLd

შენი კარიერა იწყება აქ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.