"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე - აგროსფეროს მიმართულებით
სამუშაო ადგილი: შიდა ქართლი (კასპი)
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი დღე (არასრული დღე)
ძირითადი მოთხოვნები:
** შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი;
** თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აგროსფეროს მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ტრენინგის ჩატარების უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.
სამუშაოს აღწერა:
** რეპორტინგი ობიექტზე ვიზიტის განხორციელებისას
** რისკების განსაზღვრა და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება
** კომპანიის პერსონალისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება
** სამუშაო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი;
** კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება.
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: oshegeorgia@gmail.com - სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.