Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მომხმარებლის გამოცდილების კონსულტანტი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ეისითი მენეჯმენტ კონსალტინგის" კორპორატიული ბიზნეს პორტფელის გუნდში გუნდში ვეძებთ ახალ წევრს - მომხმარებლის გამოცდილების (CX) კონსულტანტს, რომელიც დაეხმარება ჩვენს კლიენტებს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებაში, CX სტრატეგიების, მომხმარებლის მოგზაურობის რუკებისა და მაჩვენებლების დიზაინისა და დანერგვის გზით, რაც ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ლოიალობას.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მომხმარებლის გამოცდილების პრინციპების ღრმა ცოდნა და უნარი გამოავლინოს მნიშვნელოვანი ხედვები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის ზრდასა და მომხმარებლის მოგზაურობის გაუმჯობესებას.

რას გააკეთებთ ამ როლში?

მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიის შექმნა და დიზაინი:

** მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც შეესაბამება კლიენტის ორგანიზაციულ მიზნებსა და მომხმარებელთა საჭიროებებს.
** ფუნქციურად მრავალფეროვან გუნდებთან თანამშრომლობა CX პრინციპების ბიზნეს პროცესებსა და სერვისებში ინტეგრაციის მიზნით.
** ვორქშოფების ორგანიზება მომხმარებლის პერსონაჟების, მოგზაურობის რუკებისა და ჩართულობის სტრატეგიების დასახვეწად.

მომხმარებლის მოგზაურობის რუკები და "მომხმარებლის ხმა" (VoC):

** მომხმარებლის მოგზაურობის რუკების შექმნა, რათა გამოვლინდეს პრობლემური წერტილები, შესაძლებლობები და გაუმჯობესების მიმართულებები.
** მომხმარებლის ხმის (VoC) ინიციატივების ხელმძღვანელობა, მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, კითხვარების, ინტერვიუებისა და სხვა არხების გამოყენებით.
** მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების წარდგენა და შესრულება.

CX მაჩვენებლების განსაზღვრა და შეფასება:

** მომხმარებლის კმაყოფილებისა და ჩართულობის გასაზომად CX მაჩვენებლებისა და ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) შემუშავება.
** მონაცემთა ანალიზი CX ინიციატივების ეფექტურობის შესაფასებლად და შედეგების წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.
** მონაცემებზე დაფუძნებული გაუმჯობესების ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელება.

მომხმარებლის ჩართულობის ინოვაციური მექანიზმები:

** ახალი მეთოდების მოძიება და დანერგვა მომხმარებელთა ნდობისა და ლოიალობის გასაძლიერებლად.
** ინდუსტრიული ტენდენციებისა და CX ტექნოლოგიების განვითარების შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება.
** მომხმარებლის საჭიროებებისა და პოზიციების დაცვა ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პრეზენტაცია და რეპორტინგი:

** შედეგების კომუნიკაციისთვის ანგარიშებისა და ვიზუალიზაციის შექმნა.

პროექტების მართვა:

** მჭიდრო კომუნიკაცია კლიენტებთან მათი მოთხოვნების და მიზნების უკეთ გასაგებად.
** მრავალფეროვანი ინდუსტრიისთვის საკონსულტაციო პროექტების მართვა.
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, მონიტორინგი და დროულად შესრულების უზრუნველყოფა.
** გუნდთან თანამშრომლობა და პროცესების ეფექტური კოორდინაცია.

საჭირო უნარები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფინანსები, მარკეტინგი ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება CX ან საკონსულტაციო საქმიანობაში.
** CX სტრატეგიების შემუშავებისა და მათი შედეგების გაზომვის წარმატებული გამოცდილება.
** მომხმარებლის გამოცდილების მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
** IT პროცესების ოპტიმიზაციის უნარი მომხმარებლის საბოლოო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
** ძლიერი ანალიტიკური უნარები, CX ინსტრუმენტებთან, მაჩვენებლებთან და ანგარიშგების პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილებით.
** გამორჩეული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები, რაც უზრუნველყოფს გუნდური მუშაობისა და ხედვების ეფექტური წარდგენის უნარს.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების ცოდნა.
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (B2+).
** საოფისე პროგრამებისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების ცოდნა.

რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

** პროექტის ეფექტურად მართვის უნარი
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება
** სტრატეგიული/სისტემური ხედვის უნარი
** სწრაფი ადაპტაციის უნარი
** დამაჯერებელი მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარი
** კლიენტთან ურთიერთობის მართვის უნარი
** ანალიტიკური საფუძვლიანობა: კომპლექსური მონაცემების ინტერპრეტაციისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** მრავალი პროექტის ერთად მართვისა და ორგანიზაციული უნარი.

ბენეფიტები: ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი, ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

"ეისითი" საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.act-global.com

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.

გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სტანდარტების შესაბამისად დაცულად. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.