"ყვარლის ღვინის გვირაბი" არის მეღვინეობა ხარებას უნიკალური სივრცე, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოს პრემიუმ ხარისხის ღვინო, დაათვალიერონ რეგიონში უნიკალური არქიტექტურის ღვინის მარანი, მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ თუ ეთნოგრაფიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულო.
ჩვენ გუნდში ვეძებთ ახალ წევრებს:
ტურისტული გიდი
1. ყვარლის ღვინის გვირაბის ტურის ჩატარება
2. ღვინის დეგუსტაციის პროცესის გაძღოლა
3. სტუმრებისთვის ღვინის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები:
** უცხო ენის ცოდნა: ინგლისური, რუსული ან სხვა რომელიმე ენა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობა.
თანამშრომლობის პირველ კვირაში შერჩეული კანდიდატები გაივლიან 1-კვირიან ტრენინგს.
ანაზღაურება - 1500 ლარი (გადასახადების გარეშე)
ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
1. სტუმრებისთვის ღვინის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
2. ღვინის გაყიდვის პროცესის წარმართვა
3. ღვინის გაყიდვების სტრატეგიებზე გუნდთან ერთად მუშაობა
4. მაღაზიაში ღვინის მარაგების კონტროლი.
მოთხოვნები:
** უცხო ენის ცოდნა: ინგლისური, რუსული ან სხვა რომელიმე ენა
** კომპიუტერული უნარები
** კომუნიკაბელურობა.
თანამშრომლობის პირველ კვირაში შერჩეული კანდიდატები გაივლიან 1-კვირიან ტრენინგს.
ანაზღაურება - 1200 ლარი (გადასახადების გარეშე)
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი
1. კომპლექსის ტერიტორიის დასუფთავება
2. პერიოდულად სხვადასხვა სახის ინვენტარის მოწესრიგება
ანაზღაურება - 1200 ლარი (გადასახადების გარეშე)
გამწვანების თანამშრომელი
1. კომპლექსის მცენარეული საფარის მოვლა
2. კომპლექსის ტერიტორიის მორწყვა
3. კომპლექსის ტერიტორიის გათიბვა და მოფოჩხვა
4. სხვა საქმიანობები
ანაზღაურება - 1200 ლარი (გადასახადების გარეშე)
ჭურჭლის მრეცხავი
1. სადეგუსტაციო ჭურჭლის გარეცხვა სარეცხი მანქანის დამხარებით
2. სადეგუსტაციო სივრცის მოწესრიგება
ანაზღაურება - 1200 ლარი (გადასახადების გარეშე)
მიმტანი
1. რესტორანში შეკვეთების მიღება
2. სტუმრების მომსახურება
ანაზღაურება - 1600 ლარი (გადასახადების გარეშე)
გაყიდვების მენეჯერი
1. ყვარლის ღვინის გვირაბის სერვისების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
2. ახალი პარტნიორი კომპანიების მოზიდვა
3. ადგილზე მოსული სტუმრებისთვის არსებული სერვისების შეთავაზება
ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით.
ელექტრიკოსი
1. კომპლექსის ტერიტორიაზე დაბალი ძაბვის ელექტრო გაყვანილობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება
ანაზღაურება - 1500 ლარი (გადასახადების გარეშე)
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმეები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: brand@winerykhareba.com და vacancy@winerykhareba.com;
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - 568 20 20 81.