კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას სენიორ HR ჯენერალისტის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს გამოგზავნას!
აღნიშნულ პოზიციაზე კვალიფიკაციასთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნული მახასიათებლები:
უმნიშვნელოვანესია:
** დაკისრებული პასუხისმგებლობის მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
** განსაკუთრებული ყურადღება და ორგანიზებულობა საბუთებთან, ადამიანებთან და კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში;
** დროის ეფექტური მართვა და პირადი ინიციატივები შესასრულებელ დავალებებთან მიმართებაში;
** ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** შეეძლოს რეკომენდაციების მიღება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების მოსმენა და გათვალისწინება;
** მუდმივი სწრაფვა გახდეს უფრო ორგანიზებული, კვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული.
ზემოთაღნიშნული უნარ-ჩვევბი კანდიდატს დაეხმარება შეასრულოს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის მართვა;
** ზედა რგოლის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის ფორმირება და მართვა;
** HR ანალიტიკის სრული ციკლის მართვა კომპანიის ინდუსტრიისა და საწარმოო სტანდარტების გათვალისწინებით;
** თანამშრომელთა განვითარების პროგრამის შემუშავება და მართვა;
** HR დოკუმენტაციის მართვა;
** სტრუქტურული ერთეულის ჭრილში სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის, რეპორტების მომზადება თვიური, კვარტლური, წლიური;
** ყოველთვიური რეპორტინგი & პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** ტესტირება Excel-ში;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
ჩვენ ვითხოვთ:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას;
** უმაღლეს განათლებას ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლების ცოდნას;
** MS Office-ის, როგორც Word, ისე Excel_ის ცოდნას;
** ინგლისურის ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** პროცესის მართვის უნარს;
** ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარულს;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 3500-4000 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება 15 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!