Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია Burberry
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

BURBERRY ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მსოფლიოში აღიარებული ბრენდის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. BURBERRY-ის ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
** კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების N 2

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.