Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საბანკო/სალარო ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: ლექსუს თბილისი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.

ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის "ლექსუსის" გასაოცარ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ "ლექსუსის" უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.

"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საბანკო/სალარო ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00/18:30; შაბათი 10:00-14:00 (ორ კვირაში ერთხელ)
ადგილმდებარეობა: დ. აღმაშენებლის ხეივანი 160, დიდი დიღომი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მუდმივი მონიტორინგი;
** ჩარიცხული თანხების სწორი მიმართულებით გადანაწილება და შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება;
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი;
** კომუნიკაცია დებიტორებთან დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით;
** ბუღალტრული ტრანზაქციებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაციის მოძიება და შეკრება;
** სალარო ოპერაციების შესრულება ყოველ მეორე შაბათ დღეს;
** ყოველდღიური რეპორტინგი დეპარტამენტის წევრებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო აღწერილობის შესაბამისი ფუნქციების შესრულების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ნაღდ ანგარიშსწორებასთან და სალარო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** დროის მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე;
** გუნდურად მუშაობის უნარ-

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lexus-tbilisi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.