Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** სექტორულად მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვება/ლანჩი

სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება, მათი მოთხოვნების შესწავლა, კორპორაციული შეთავაზებების მომზადება ხელმძღვანელთან შეთანხმებით და მოლაპრაკების წარმოება;
** პროექტების და პროდუქტების შეთავაზება, მომსახურების სრულყოფა და გრძელვადიანი ურთიერთობების ფორმირება;
** რეალტორებთან და საბროკერო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პროექტების და პროდუქტების დეტალურად გაცნობა/პრეზენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტის დაგეგმვა და ლოკაციის დათვალიერება;
** საბროკერო კომპანიებთან/ბროკერებთან ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმება;
** პარტნიორებთან/ვენდორებთან შეხვედრების დაგეგმვა, საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი ბენეფიტების მისაღებად გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება, ხელშეკრულების/კონტრაქტების გაფორმება;
** პერიოდულად პორტფელისა და კონკურენტების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ყოველ კვირეული და ყოველ თვიური რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით სასურველია;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია CRM მოდულში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის და MS Office-ის სხვა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.