Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თელავში.

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი, სააკაძის ქ.N 16
გრაფიკი: სრული განაკვეთი (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 ლარი + საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.