Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მარკეტინგისა და საზ. ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

შპს "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - დან 18:00 - მდე (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: შეთანხმების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმის განვითარება და განხორციელება;
** უნივერსიტეტის ბრენდინგის ყველა ასპექტის მართვა, მათ შორის ციფრული მედიები, ბეჭდური პუბლიკაციები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებები;
** მარკეტინგის გუნდის მართვა, ხელმძღვანელობა და მოტივირება მათი მიზნების მისაღწევად;
** მედიის წარმომადგენლებთან მუშაობა, მათ შორის პრეს რელიზების დაწერასა და გავრცელებაზე, მედია ღონისძიებების ორგანიზებასა და მედიასთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე;
** უნივერსიტეტის სოციალური მედიის არსებობა და ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიების მართვა;
** მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და რეპორტინგი მიზნების და KPI-ის შესაბამისად;
** ბაზრის კვლევა/მონიტორინგი;
** ოფისებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერიოდულობით რეპორტინგის წარმოება, ანალიტიკა და ხელმძღვანელთან წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციების ან სხვა მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესად);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, საზოგადოებასთან ურთიერთობებში ან კომუნიკაციებში, მათ შორის 2 წლიანი გამოცდილება ლიდერული პოზიციაზე;
** სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების მართვის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** უმაღლესი განათლების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eastwest.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.