სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ეძებს გუნდის ახალ წევრს იურისტის პოზიციაზე.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება/ასახვა და კონტროლი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულებების და შიდა სამსახურებრივი დოკუმენტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის კვალიფიციური ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივის შექმნა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული, ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრი ხარისხი);
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება;
** საფინანსო სფეროს და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისურ და რუსულენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft -ის პროდუქტების საბაზისო ცოდნა (MS Office);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია).
უნარები:
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი (მონაცემების დამუშავება და ანალიზი);
** კრიტიკული აზროვნების და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2025.
შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი: 032 2 777 222
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.