Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: „ჯიაიჯი ჰოლდინგი“
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

შპს "ჯიაიჯი ჰოლდინგი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე იურიდიულ დეპარტამენტში:

** პოზიციის მიზანია იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
** ხელშეკრულებების შედგენა, ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგი;
** სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მათ შორის, არსებულ და სავარაუდო სასამართლო დავებთან დაკავშირებით;
** მინდობილობების, ბრძანებების, პროცედურების შედგენა/ექსპერტიზა;
** კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება და ვიზირება;
** შემოსული სარჩელებისა და საჩივრების სამართლებრივი ანალიზი და ზოგ შემთხვევაში შესაგებლის მომზადება;
** სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება;
** სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ;
** ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე სააუქციონო და სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება;
** ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფებისთვის;
** ბანკებთან ურთიერთობა/ხელშეკრულებების ექსპერტიზა, საბანკო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კოვენანტების შესრულების მონიტორინგი;
** მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა/მოლაპარაკებები დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით;
** ენერგო რეგულაციების მონიტორინგი, ელექტროენერგიის ხელშეკრულებები;
** კომპანიის სადამფუძნებლოს დოკუმენტაციის მომზადება (წესდება/კრების ოქმი);
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:

** განათლება - უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხს მიენიჭება უპირატესობა)
** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ან შესაბამისი საკვალიფიკაციო სერთიფიკატი.
** გამოცდილება - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო/ბიზნეს და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
** MS Office-ის პროფესიულ დონეზე ფლობა.
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა.

სამუშო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-19:30, ერთსაათიანი შესვენება.
** ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fittness.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

განაცხადის ბმული: https://wkf.ms/4eraMZu

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.