საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი მულტინაციონალური კომპანიის NUTRICIA-ს (ბრენდები NUTRILON, MALUTKA) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ქ.თბილისში რეგიონული განვითარების სამედიცინო მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას.
სამედიცინო მენეჯერი როლი და მისია:
** რეგიონის გაყიდვების მენეჯერის როლი არის ბრენდის ცნობიერების ამაღლება, კატეგორიის ზრდა და ბაზრის წილის მოპოვება მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდის მეშვეობით,
** სამედიცინო სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება
** KOL-ებთან მუშაობის სტრატეგიის შემუშავება და მჭიდრო ურთიერთობა
** პროფესიონალური და ეფექტური სამედიცინო გუნდის შექმნა.
სამედიცინო სტრატეგიის განხორციელება:
** სამედიცინო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება სამედიცინო ჯგუფის მეშვეობით
** ტრენინგების ჩატარება და პროფესიონალური დონის სამედიცინო გუნდის შექმნა.
** სამედიცინო გუნდის გაყიდვების კომპეტენციის ამაღლება და უნარების განვითარება.
** სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება მომწოდებლის სათაო ოფისთან ერთად
** სამედიცინო ჯგუფისთვის ყოველთვიური გაყიდვების და სხვადასხვა დავალებების (KPI- ს) მონიტორინგი და ანგარიშგება
** სამედიცინო ჯგუფთან ერთად ერთობლივი ვიზიტების განხორციელება (GATE TO GATE), ვიზიტების შემდგომი ანალიზი გუნდთან კომუნიკაციისთვის.
** სამედიცინო ჯგუფისთვის სამედიცინო მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა და დანერგვა
** პორტფელში არსებული პროდუქტის ყოველკვირეული მონიტორინგი და მისი შემდგომი განვითარება
** ბრენდების სახელით მოქმედება, მისი წარდგენა, ლოილურობის ამაღლება კონგრესებზე, სემინარებსა და სიმპოზიუმებე.
** უზრუნველყოს და დანერგოს ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისობაში კომპანიის ყველა საქმიანობა.
KOL მენეჯმენტი:
KOL- ების იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კავშირის დამყარება, პორტფელში არსებული პროდუქციის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
განათლება და კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის ან მაგისტრის განათლება, კვალიფიკაცია შესაბამის სფეროში (მაგ. მედიცინა, ბიოლოგია, დიეტოლოგია და ა.შ.)
** სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში
** ინგლისურად და რუსულად მოსაუბრე
** კომერციული მიდგომა ბრენდის და მთლიანად ბიზნესის განვითარებისთვის
** კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარები
** საქმისადმი გამჭვირვალე და ეთიკური მიდგომა
** ურთიერთობების დამყარების უნარ-ჩვევები და კომერციული ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება`
შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."