კომპანია "ზუბრი" აცხადებს აქტიურ ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას, "ნატურალის" მარკეტების საშუალებით.
მუდმივად ვზრუნავთ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნებას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: კვირაში ექვსი სამუშაო დღე (შესვენება 60 წთ)
** გრაფიკი: 09:00-17:00
** ანაზღაურება: ცვლაში 60 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 90 (მეტრო ნაძალადევთან)
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახეობის ცომეული პროდუქციის (საფუვრიან/ფენოვანი და ნახევრად ფენოვანი) ღუმელში გამოცხობა;
** პროდუქციის იერსახის/ვარგისიანობის კონტროლი და წუნდებული პროდუქციის დროული მოხსნა სავაჭრო თაროდან;
** დახლების რეგულარული შევსება, მრავალფეროვანი ასორტიმენტით;
** სისუფთავის დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.
გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ ნომერზე 599405116 ან გამოაგზავნეთ მოკლე ინფორმაცია მეილზე hr@natural.com.ge
ჩვენ დაგიკავშირდებით .
რეზიუმეს განხილვის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 თებერვალი