შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს შემოსავლების აღრიცხვის და ბილინგის სამსახურის შემოსავლების აღრიცხვის კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შემოსავლების აღრიცხვის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** კომპანიის შემოსავლების სხვადასხვა სახეების პროგრამული ასახვა;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** დებიტორების ნაშთების კონტროლი და დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამის სამსახურებთან ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
** დებიტორისთვის დავალიანების შესახებ შეხსენებითი შეტყობინების გაგზავნა ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით;
** დებიტორებთან შედარების აქტების მომზადება;
** საურავების დარიცხვა ჩარიცხვის დაგვიანებების შემთხვევაში;
** ბილინგის მოლარე-ოპერატორების მიერ შესრულებული ბილების გადაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ბილინგის ოპერატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაკონტროლება და მის საფუძველზე შემოსავლების დარიცხვა პროგრამულად;
** ქეშის/ტერმინალის ოპერაციების დაფიქსირება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** კომპანიის კონტრაგენტებისათვის შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე ინვოისების მომზადება მათი ხელმოწერის უზრუნველყოფა, ადრესატამდე დაყვანა და მონიტორინგი;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით სხვადასხვა ფინანსური ინფორმაციის ანალიზის, ბაზის და ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** ფინანსური მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint - კარგად ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.