Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინვენტარიზაციის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინვენტარიზაციის გეგმების დადგენა და შესრულების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის დოკუმენტების კონტროლი და ანალიზი;
** ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება;
** ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგების დათვლა და ანალიზი;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ანალიზი;
** ინვენტარიზაციის გუნდის ფორმირება, დაქვემდებარებული პირების განვითარებაზე ზრუნვა და საქმის სრულფასოვნად შესწავლაში დახმარება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული საქმის შეფასება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა რელევანტური ოპერაციების შესრულება;

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** პირველი ეტაპის გასაუბრება;
** ტესტირება Excel-ში;
** ფინალური ეტაპის გასაუბრება;

ჩვენ ვითხოვთ:

** პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას;
** მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
** MS Office ცოდნას სამუშაო დონეზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 2500 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 20 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.