შპს "გარანტი ჯგუფი" https://garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.
კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა ისაკიანის ქუჩა N1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი;
ძირითადი მოვალეობა:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** კომპანიაში არსებული პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება;
** არსებულ / პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და მათთვის შეთავაზებების გაკეთება;
** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა არსებული პროდუქტების და სერვისების შესახებ პრეზენტაციების გაკეთება;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მოლაპარაკებების სრული პროცესის მართვა შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** საჭიროების შემთხვევაში არსებულ მომხმარებელთან დამატებითი კომუნიკაცია ხარისხის გაუმჯობესების და გაყიდვების მიზნით;
** გაყიდვების ზრდის გეგმების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა ინიციატივების წარდგენა;
** შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დამუშავება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
** საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ცოდნა;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდის შექმნის და მართვის გამოცდილება, მენეჯერული უნარები;
უნარ-ჩვევები:
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის გამოკვეთილი უნარი;
** პრეზენტაციის და გაყიდვების გამოკვეთილი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!