საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში II კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ქუთაისი - 1 ვაკანსია
თბილისი - 3 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საქართველოს მოქალაქეობა;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე;
** საკომუნიკაციო სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მოთხოვნები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;
** ოპერატიული კონტროლი;
** რეზერვირების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
** გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "კომუნიკაციების სამსახური - II კატეგორიის ტექნიკოსი".
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.