საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელ-ფოსტით;
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე;
** სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი;
** სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ღამის საათებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადების გადახედვის შემდგომ.
გისურვებთ წარმატებას!