"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 1000 ლარიდან
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** წონის ზომის ფორმის დანახარჯის კონტროლი;
** მიღებული ნედლეულის ხარისხის მონიტორინგი;
** წუნდებული და დაზიანებული პროდუქციის მონიტორინგი;
** მაკულატურის ნორმირების მონიტორინგი
** ეტიკეტირების და ახალი პროდუქციის შექმნაში ჩართულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებული კანდიდატები გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სიმეტრას"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"სიმეტრას" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!