"Magnolia Film Lab" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის (Back office) თანამდებობაზე.
"Magnolia Film Lab" არის ფირის ფოტო ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ფოტო ფირების გამჟღავნებისა და გაციფრულების სერვისებს; ფირის კამერების, ფირებისა და ფოტოაქსესუარების რეალიზებას.
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი ასრულებს გადამწყვეტ როლს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, ხელს უწყობს კომპანიის სერვისების განვითარებას და მომხმარებლის პოზიტიურ გამოცდილებას.
მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება: დაფიქსირებული პრობლემაში ან მოთხოვნაში გარკვევა, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში საკითხის მოგვარება ან გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
** სოციალურ ქსელში შემოსულ მომართვებზე უკუკავშირი;
** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ მომართვებზე უკუკავშირი;
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების, სერვისებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის პროდუქტების უპირატესობის გაცნობა, შეთავაზება;
** საჭიროების ან/და მოთხოვნის შესაბამისად მომხმარებლის დაკავშირება სათანადო განყოფილებასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ქართული და ინგლისური ენებს სრულყოფილად ფლობა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ფოტოგრაფიის მიმართულებით ცოდნა და ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან გამართული და პოზიტიური კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარები.
სამუშაო დეტალები:
** ანაზღაურება: 1200
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე (დასვენების დღეები ხუთშაბათი და პარასკევი)
** სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 8. Fabrika
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@magnoliafilmlab.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.