"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
"GASTRONOME GROUP"-ის გუნდში ვეძებთ ჰოსტესის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები;
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე გრაფიკი (ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება), 12 საათიანი ცვლები.
ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა;
** შემომავალ ზარებზე სტანდარტის შესაბამისად პასუხი, ჯავშნების მიღება და კონტროლი;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
** რესტორნის არსებული სტანდარტების დაცვა;
** მენიუს ცოდნა;
** სტუმრის გაცილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოცემულ პოზიციაზე;
** დროის მენეჯმენტი;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა სამუშაო პროცესში;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** მართვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** კოლეგიალობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: cv@gastronome.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!