Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ექიმი თერაპევტი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 40

მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება (კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება/მართვა;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, დაავადებათა რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

უნარები:

** პუნქტუალურობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gaguaclinic.ge

სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება: "ექიმი თერაპევტი".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.