Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინდივიდუალური ასისტენტი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.

მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს ინდივიდუალური ასისტენტის პოზიციაზე.

თანამშრომლობის პროცესში შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება:

** მულტიდისციპლინურ გუნდთან, მასწავლებლებთან და დამრიგებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ამ გეგმის შესრულებაში, სკოლის ფსიქოლოგისა და სპეც-მასწავლებლის დახმარებით;
** Სსსმ პირთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია, ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესის წარმართვის გამოცდილება სასკოლო სივრცეში;

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org

აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

ინდივიდუალური ასისტენტის სამუშაო საათებია 9:00-დან 14:00-მდე.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.