Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: SkyLux
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

კომპანია "SkyLux" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2014 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 20-მდე პროექტი და 150 000- ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს და ამ ეტაპზე 10- მდე მიმდინარე პროექტს ახორციელებს.

"SkyLux "-ში ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელსაც ვპირდებით და ვთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა, გეგმის შედგენა/შესრულება, სრული ციკლის მონიტორინგი.
** გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება, მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება.
** არსებული ბიზნეს პროცესების შეფასება, ანალიზი, პროცესების ოპტიმიზაცია
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრა და შესაბამისი ამოცანების დასახვა.
** გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება, მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება
** მომხმარებელთა ბაზის განახლება
** პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სამშენებლო მიმართულებით)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel).
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების ხელმძღვანელი".

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "SkyLux"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "SkyLux" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის შესაბამის/სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "SkyLux"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "SkyLux" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.