Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტს როგორც ევროპიდან ისე CIS ქვეყნებიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე არაერთ ლიდერ მწარმოებელ კომპანიას. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატით.

დღეის მდგომარეობით კომპანია თანამშრომლობს მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან.

SmartPharm ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციული კულტურის მატარებელი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს კომპანიის ყველა წევრზე რათა ჰქონდეთ კარიერული და პროფესიული განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი 1ა.
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა.
** ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
** პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა.
** ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა. საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება.
** შესყიდვების დეპარტამენტთან და დიზაინერთან მუდმივი თანამშრომლობა, პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის შემუშავებაში მონაწილეობა.
** ახალი პროდუქტების მოძიებისა და განვითარების კუთხით მუშაობა;
** კომპანიის დირექტორთან ანგარიშგება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** კრეატიულობა.

შერჩევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქციის მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.