Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი კლინიკური დეპარტამენტში
მომწოდებელი: Elta90 Medical Genetics
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

შპს "ელთა 90 მედიქალ ჯინეთიქს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის თანამდებობაზე კლინიკური დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

სამუშაოს აღწერილობა: ჩვენი კომპანიის კლინიკური დეპარტამენტი ეძებს ლაბორატორიის სპეციალისტს, რომელიც დაიკავებს გაყიდვების წარმომადგენლის თანამდებობას. თანამშრომლის მოვალეობა იქნება სამედიცინო და სამეცნიერო სფეროში, გაყიდვების მიმართულებაში ჩართულობა და წარმომადგენლობა. დასაქმებული განახორციელებს კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტებს, ჩაერთვება მოლაპარაკებებში, უზრუნველყოფს გარიგებებს და გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებაში ჩაერთვება სატენდერო პროცედურების მართვაში.

კომპანიის შესახებ:

"ელთა 90 მედიქალ ჯინეთიქს" დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდის - "ELTA90" ჯგუფის ნაწილს, რომელსაც აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება ევროპაში სამედიცინო აღჭურვილობის გაყიდვებისა და ამავე სფეროში კონსალტინგის მიმართულებით. კომპანიის სურვილია, დანერგოს ლაბორატორიებთან თანამშრომლობის ახალი გზა, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში.

ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მტკიცე ურთიერთობები ყველა ჩვენს მომხმარებელთან, რომელთა მეშვეობით, დავეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს, აღჭურვილობის შეძენის მიმართულებით, მათ შორის გავწევთ უფასო კონსულტაციებს, მივმართავთ ყველა საჭირო მხარდაჭერას და შევასრულებთ ყველა ჩვენს დაპირებას.

ჩვენს ახალგაზრდა და მონდომებულ გუნდთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ ისეთი გაყიდვების პროცესი, რომლის მეშვეობითაც, ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით, ხელმისაწვდომს ვხდით მომწოდებლების პროდუქტს ნებისმიერი სახის ლაბორატორიისთვის.

"ELTA90" ჯგუფის ევროპის ბაზარზე (11 ქვეყანაში) მოღვაწეობის 25 წლიანი გამოცდილების შედეგად, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საიმედო პარტნიორობას ვუწევთ მომხმარებლებსა და მწარმოებლებს.

კომპანიის ექსპერტიზის სფერო მოიცავს კლინიკური ლაბორატორიიდან, გენეტიკის და ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალტექნოლოგიურ სფეროებში მოღვაწე ლაბორატორიების მომარაგების მომსახურებას.

ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტებს, ჩვენ ვყიდით გადაწყვეტილებებს სრულყოფილი პროექტებისთვის, რასაც მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით უზრუნველვყოფთ.

დასაქმებულის მიმართ არსებული მოთხოვნები და სასურველი უნარები:

** გაყიდვების გამოცდილება (აუცილებლად);
** ლაბორატორიაში სამუშაო გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიოლოგიის ან ბიოტექნოლოგიების სფეროში);
** დიდი რაოდენობით ახალი ინფორმაციის აღქმის უნარი;
** პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკების უნარი;
** საჯარო ტენდერებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და პროცესის მართვის/ჩართულობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, დავალების ზედმიწევნით სწორად შესრულების უნარი;
** მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარგ ხელფასს
** ტრენინგებს და კურსებს
** საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას
** საქმიანი ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნებში

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV მეილზე: info@elta90mg.com; paulo.s@elta90mg.com.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.