Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: HR კოორდინატორი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 14 თებერვალი

აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთში მდებარე სასტუმრო "ibis Tbilisi Airport", აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR კოორდინატორი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვა: ადამიანური რესურსების მართვის ყველა ასპექტის კონტროლი, მათ შორის, თანამშრომელთა ურთიერთობები, საქმიანობის ეფექტურობის მართვა
** თანამშრომელთა დაქირავების პროცესის მართვა ორგანიზაციაში, იქნება ეს კანდიდატების მოძიება, ინტერვიუების ჩატარება თუ გადაწყვეტილებების მიღება შესაბამის განყოფილების უფროსთან ერთად.
** ტრენინგი და განვითარება: სრულყოფილი სასწავლო პროგრამების შექმნა და განხორციელება ჩვენი გუნდის წევრების უნარებისა და ცოდნის გასაძლიერებლად, ორგანიზაციულ მიზნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** შესაბამისობა და პოლიტიკის განხორციელება: შრომის კოდექსთან და ყველა შესაბამის რეგულაციასთან და ასევე, კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მითითებების მიცემა და ხელმძღვანელობისა თუ პერსონალის დახმარება საჭიროებიდან გამომდინარე;
** თანამშრომელთა ჩართულობა: პოზიტიური სამუშაო კულტურის ხელშეწყობა, თანამშრომელთა წახალისების ინიციატივები მათი მოტივაციისა და შენარჩუნების მიზნით;
** ტექნოლოგიების ცოდნა: ადამიანური რესურსების მართვისა და ტრენინგების სისტემების გამოყენება, ეფექტიანი და ეფექტური ოპერაციების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, ნებისმიერი დამატებით უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
** შრომის კანონმდებლობისა და რეგულაციების კარგი ცოდნა
** ძლიერი ორგანიზაციული და პრობლემის გადაჭრის უნარები;
** საჭიროების შემთხვევაში, საღამოს საათებში, შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში მუშაობის მოქნილობა;
** სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ვერბალური და წერილობითი ბიზნეს კომუნიკაციის კარგი უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hc0v0@accor.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 14 თებერვალი, 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.