Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები:

** უნივერსიტეტის ბიზნეს პროცესების ანალიზი და საჭიროებების იდენტიფიცირება;
** ბიზნეს პროცესების აღწერა და დოკუმენტირება;
** ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შეთანხმება დაინტერესებული მხარეებისთვის;
** პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური ამოცანის დოკუმენტირება და შეთანხმება ვენდორ კომპანიასთან;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება Key User-ებთან ერთად;
** პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისა და ცვლილებების პროცესის მართვა ინიციირებიდან დასრულებამდე, პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ფაზაში;
** პროგრამის ადმინისტრირება და კონფიგურაცია;
** პროგრამული სახელმძღვანელოების შექმნასა და განახლებაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ბიზნეს ადმინისტრირებასა ან/და სხვა მომიჯნავე სფეროში;
** ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზის მეთოდოლოგიების ცოდნა (LEAN, Workflow analysis, BPMN);
** პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სასიცოცხლო ციკლის ცოდნა (SDLC);
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 თებერვალი

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.