შპს "ბალნეო-სარეაბილიტაციო ცენტრი", იგივე "ბი ჰელსი" დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული წარმოების სამკურნალო აპარატურით. აღნიშნული ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით, რომელიც ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში - 365 დღე.
პოზიცია: ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო, "ბალნეო-სარეაბილიტაციო ცენტრი"
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** სტუმრების რეგისტრაცია, განთავსება და შემდგომ გაცილება, არსებული სტანდარტების მიხედვით;
** სატელეფონო ზარების მიღება, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ტარიფების და არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** გამართული მეტყველების და წერითი კომუნიკაციის უნარი
უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: tskaltubo.bh@mail.ru mob: +995 555 52 93 93; +995 591 60 25 25
აუცილებლად მიუთითეთ: სასურველია კადრი იყოს ადგილობრივი ან ცხოვრობდეს მიმდებარე რაიონში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!