Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართებისა და სპეცტექნიკის გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას - ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; რ. აგლაძის #32

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია სატრანსპორტო მენეჯმენტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ძირითადი მოვალეობები:
** სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირებაში ჩართულობა;
** შემოსული შეკვეთების კოორდინირება, კომპანიის მძღოლების სწორი გადანაწილება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** დღის განმავლობაში, კომპანიის მძღოლების გადაადგილების GPS კონტროლი;
** გაწეული მომსახურების შესაბამისი ინვოისების მომზადებაში ჩართულობა;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიქსირებული დანამატი ხელფასზე არასრულწლოვანი შვილების ყოლის შემთხვევაში;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 09 თებერვალი, 2025 წ.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.