Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: Like House
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 30 მარტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ლაიქ ჰაუსი" (likehouse.ge), ერთ-ერთი პროექტისთვის Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შემუშავება გენერალურ მენეჯერთან ერთად;
** გუნდური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციით;
** მენეჯმენტ გუნდთან მუშაობა გაყიდვების გეგმის შესასრულებლად, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლის მიზნებისა და KPI-ს შესრულებას;
** ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, შემოსავლის პროგნოზირებისა და ხარჯების გათვალისწინებით;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა და კომერციული სტრატეგიების ადაპტირება ბაზრის ცვლილებების შესაბამისად;
** უზრუნველყოს და მონიტორინგი გაუწიოს კომპანიის ჯვარედინი გაყიდვების პროცედურებს;
** გაყიდვების გუნდის მუშაობის მონიტორინგი;
** რეგულარული ზარების განხორციელება, როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებელთან;
** დადასტურებული ტარიფების გამოგზავნა, რეზერვაციების სისტემაში ჩასატვირთად;
** ტურისტულ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** დეპარტამენტში არსებული საკითხების ოპერაციული მხარის შესრულება და მხარდაჭერა;
** გაყიდვების დეპარტამენტის ანგარიშების მომზადება და მონიტორინგი;
** გაყიდვების დეპარტამენტის ეფექტიანობის მონიტორინგი ;
** ანგარიშების მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციების მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების დირექტორი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.