"გრანთ თორნთონ" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის თანამდებობაზე.
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, ქ. წამებულის 54
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, მიღება, დაარქივება;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი;
** სალარო და საბანკო ამონაწერების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** RS.ge-ზე რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაწერა;
** RS.Ge-ზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებისა და სპეც-ანგარიშ ფაქტურების გავლა და დადასტურება;
** მიღებული ავანსების კონტროლი;
** ფინანსურ ინსტიტუტებთან (ბანკებთან) ურთიერთობები;
** კრედიტორული დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და პერიოდულად შედარება;
** Fina-ის პროგრამაში შესყიდვებისა და რეალიზაციების გატარება.
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Fina -ის ცოდნა.
** ქართული და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოქნილობა.
ხელფასი: 1, 300-დან 1, 500-მდე ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: დამხმარე ბუღალტერი
კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელფოსტის მისამართი.
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: "დამხმარე ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი 2025