Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: რეზერვაციის აგენტი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"Lopota Lake Resort & Spa", შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და ოთხი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს სტუმრებს.

რეზორტი 2008 წელს დაარსდა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა - პრემიუმ ხარისხის სერვისით, ბუნებასთან შერწყმული შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი აქტივობებით და სივრცეებით.

იგი სასურველი დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

სასტუმრო კომპლექსი "Lopota Lake Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
** სასურველია საოპერაციო პროგრამა "ფიდელიოს" ცოდნა;
** სასურველია ტურისტულ სფეროში, სასტუმროს გაყიდვებისა და რეზერვაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და კომუნიკაციის დამყარება სტუმართან;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში ჯავშნების მიღება და მომავალი ჯავშნების მონიტორინგი;
** კორესპონდენციის, ზარების და ინდივიდუალური რეზერვაციის დროული და პროფესიონალური გამკლავება სტანდარტების დაცვით;
** დასტურის გაგზავნასთან ერთად, პრო-ფორმა ინვოისის მომზადება და სტუმრისთვის/ტურისტული კომპანიისთვის მიწოდება;
** სტუმრების განსაკუთრებული მოთხოვნების მუდმივი აღრიცხვა და მატერიალიზაციის მონიტორინგი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N24.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@lopotaresort.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.