კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.
საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05.03.2025
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა/განხორციელება კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
** მარკეტინგული კვლევების დაკვეთა/შედეგების კონტროლი;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზი;
** შესაბამისი მარკეტინგული არხების განვითარება;
** ბიუჯეტის შედგენა და პარამეტრების კონტროლი;
** სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზრის კვლევა, პოტენციალის, ტენდენციებისა და მოცულობის განსაზღვრა;
** მარკეტინგის მიმართულების ბიუჯეტირების, აქტივობების მომზადება, განხორციელება, მონიტორინგში და რესურსების ეფექტური განაწილება;
** საკომუნიკაციო არხების შერჩევა/განვითარება/მედია დაგეგმარება
თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office)
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.